მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარმა სანტოსში დაბრუნების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.
33 წლის ფორვარდი პაულისტა ლიგის მე-8 ტურში, ნოვოროზონტინოსთან მატჩი პირველივე წუთიდან დაიწყო და 75 წუთი შედეგიანი ქმედებების გარეშე ჩაატარა.
ბრაზილიური გამოცემა Lance!-ს ცნობებით, ნეიმარმა კარში მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელა, მისი 28 პასიდან 22 აღმოჩნდა ზუსტი (79%), 16 ორთაბრძოლიდან კი ის 12-ში დამარცხდა.
ასევე, ფორვარდმა ბურთი 24-ჯერ დაკარგა, 7-ჯერ სცადა მეტოქის მოტყუება და არცერთხელ არ გამოუვიდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი სანტოსში ალ ჰილალიდან დაბრუნდა, სადაც ბოლო წელიწადნახევარი გაატარა და მხოლოდ შვიდი არასრული მატჩი ჩაატარა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები