-
Aa
+
ფონტის ზომა
რუმინეთთან შეხვედრა საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშისთვის, აკაკი ტაბუცაძისთვის ეროვნულ გუნდში საიუბილეო 50-ე მატჩი იყო. მან კი ეს თამაში ლელოთი აღნიშნა, რომელიც მისთვის ბორჯღალოსნების რიგებში 47-ე იყო.
ტაბუცაძე ამ ლელოთი მსოფლიო რაგბის ყველა დროის მელელოვეთა სიაში მე-9 ადგილზე დაწინაურდა და ირლანდიელ ბრაიან ო'დრისკოლს გაუთანაბრდა.
1. დაისუკე ოჰატა (იაპონია) - 69 ლელო
2. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) - 67 ლელო
3. დევიდე კამპესი (ავსტრალია) - 64 ლელო
4. შეინ უილიამსი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 60 ლელო
5. ჰიროტოკი ონოზავა (იაპონია) - 55 ლელო
6. რორი ანდერვუდი (ინგლისი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 50 ლელო
7. დუგ ჰოულეტი (ახალი ზელანდია), ჯორჯ ნორთი (უელსი, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები) - 49 ლელო
9. ბრაიან ო'დრისკოლი (ირლანდია, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები), აკაკი ტაბუცაძე (საქართველო) - 47 ლელო
11. ჯულიან სავეა, კრისტიან ქალენი და ჯო როკოსოკო (ახალი ზელანდია) - 46 ლელო
საშუალოდ ერთ მატჩში დადებული ლელოთი ტაბუცაძე სიაში მე-2 ადგილზეა. ქართველის საშუალო მაჩვენებელი 0.94 არის, პირველ ადგილზე კი დაისუკე ოჰატაა 1.19 ლელოთი.
VIDEO: ბორჯღალოსნები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლნენ
ფოტო: Georgian Rugby
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები