სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები თურქულ მედიასთან შეაფასა.
"ეს ადვილი ჯგუფი არ არის, რთული იქნება თურქეთთან და სხვა გუნდებთან თამაში. ევრო 2024-დან 5 თვის შემდეგ კვლავ შევხვდით თურქეთის ნაკრებს და ახლა უკვე მათთან შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ. მაშინ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მათ დიდებული მოთამაშეები და მწვრთნელი ჰყავთ.
რთული მატჩი იქნება, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენს საუკეთესოს შევეცდებით, რათა თურქეთს სიტუაცია გავურთულოთ.
ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ, რომ პატარა გუნდებსაც კი შეუძლიათ ნებისმიერ გუნდთან კარგად თამაში." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები