მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
26 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ისევე როგორც სხვა სფეროებში, სპორტულ სამყაროშიც ხშირად ვხვდებით სასიყვარულო ურთიერთობებს. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, გავიხსენოთ გამორჩეული სპორტული წყვილები.
ანდრე აგასი და შტეფი გრაფი
ცოტა წყვილი იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც ანდრე აგასი და შტეფი გრაფი არიან. მათ ჯამში 30 გრანდ სლემი აქვთ მოგებული, აქედან 22 გრაფის ანგარიშზეა, ხოლო 8 - აგასის. გამორჩეული ფაქტია, რომ ორივე მათგანი 1992 წელს ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის ჩემპიონი გახდა. წყვილი 2001 წელს დაქორწინდა, მათ 2 შვილი ჰყავთ.
ბასტიან შვაინშტაიგერი და ანა ივანოვიჩი
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ბასტიან შვაინშტაიგერისა და მსოფლიოს ყოფილი N1 ჩოგანის, ანა ივანოვიჩის ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორივე მათგანის კარიერა ბოლოსკენ მიდიოდა და მათი ფორმის პიკი გადავლილი იყო. გერმანელი ფეხბურთელი და სერბი ჩოგბურთელი დღემდე ერთად არიან და გამორჩეულ სპორტულ წყვილად ითვლებიან. ისინი 2016 წელს დაქორწინდნენ და 2 შვილი ჰყავთ.
ბარტ კონერი და ნადია კომანეჩი
ბარტ კონერისა და ნადია კომანეჩის სიყვარულის ამბავი ოლიმპიური ისტორიის ნაწილია. ორივე მათგანი ლეგენდარული ტანმოვარჯიშეა. კონერმა 1984 წელს ორი ოქროს მედალი მოიპოვა, კომანეჩი კი ოლიმპიადის 5-გზის ოქროსმედალოსანია, მათ შორის 3 ოქრო მან 1976 წელს, 14 წლის ასაკში მოიპოვა. წყვილი 1996 წელს დაქორწინდა და 1 შვილი ჰყავთ.
დევიდ ლი და კაროლინ ვოზნიაცკი
დევიდ ლი 2015 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა გოლდენ სტეიტ უორიორსთან ერთად, კაროლინ ვოზნიაცკი კი მსოფლიოს ყოფილი N1 ჩოგანია, რომელმაც 2018 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და დღეს უკვე 2 შვილიც ჰყავთ.
სტეფანოს ციციპასი და პაულა ბადოსა
დღევანდელ საჩოგბურთო სამყაროში გამორჩეული წყვილი სტეფანოს ციციპასი და პაულა ბადოსა არიან, რომლებიც გულშემატკივრებში დიდ მოწონებას იმსახურებენ. ისინი ერთმანეთს 2023 წლიდან ხვდებიან, 2024 წელს დროებით ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ახლა კლავ პარტნიორები არიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები