სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ აკადემიური ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატაზე, ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედალი მოიპოვეს.
17-წლამდელებს შორის, ნიკოლოზ იორდანიშვილმა და გიორგი კაპანაძემ 1500-მეტრიანი დისტანცია 5:05 წუთში დაფარეს, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და შეჯიბრების ჩემპიონები გახდნენ.
ტურნირზე 700-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.