ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-ქულიან ტურნირზე გამოსვლა პირველსავე რაუნდში დაასრულა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 81-ე ჩოგანთან, გერმანელ დანიელ ალტმაიერთან 2 სეტში დამარცხდა - 5:7; 4:6.
ბასილაშვილმა, რომელიც ATP-ის ამჟამინდელ რეიტინგში 118-ე ადგილზეა, ძირითად ბადემდე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 წრე გაიარა - გერმანელ დიეგო დედურასა (262-ე ჩოგანი) და იტალიელ ლორენცო სონეგოს (65-ე ჩოგანი) აჯობა.