ლეგენდარული დუეტი ბრუნდება.
სერენა და ვინუს უილიამსი უიმბლდონზე წყვილში ითამაშებენ. მათ ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღეს.
ვინუსი 45 წლისაა, სერენა – 44 წლის. წყვილში მათ უიმბლდონის ექვსი ტიტული აქვთ მოგებული.
სერენამ უიმბლდონზე ბოლოს 2022 წელს იასპარეზა, ვინუსმა კი – 2023 წელს. წყვილში ამ ტურნირზე მათ ბოლოს 2016 წელს ითამაშეს, როდესაც ბოლოჯერ შეძლეს თასის მოპოვება.
უიმბლდონი სტარტს 29 ივნისს აიღებს და 12 ივლისამდე გაგრძელდება.