VIDEO: რადუკანუმ იოვიჩი დაამარცხა და ქუინსის ფინალში გავიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ემა რადუკანუმ ბრწყინვალე თამაში აჩვენა, ამერიკელი ივა იოვიჩი 6-2, 6-2 დაამარცხა და ლონდონში, ქუინსის კლუბში მიმდინარე HSBC Championships-ის ფინალის საგზური მოიპოვა.
ბრიტანელს ბოლო რამდენიმე თვე რთული ჰქონდა, თუმცა ზედიზედ ოთხმა გამარჯვებამ, მათ შორის დღეს მოპოვებულმა ორმა წარმატებამ, ის ფინალამდე მიიყვანა.
ლონდონში ამ კვირაში უამინდობის გამო 2021 წლის US Open-ის ჩემპიონს ერთ დღეში 2 მატჩის ჩატარება მოუწია, თუმცა 2 ტოპ-20 ჩოგბურთელის დამარცხების შემდეგ, რადუკანუ ახლა კარიერაში ბალახის საფარზე პირველ ფინალს ელოდება.
18 წლის ამერიკელმა ივა იოვიჩმა, რომელმაც პარასკევს მეორე ნომრად განთესილი ამანდა ანისიმოვა დაამარცხა და წელს მეოთხედ გავიდა ნახევარფინალში, რადუკანუს ვეღარ გაუმკლავდა.
შედეგად, ბრიტანელი კარიერაში WTA ტურის მე-3 ფინალში გავიდა, სადაც ენდი მარის არენაზე დონა ვეკიჩს დაუპირისპირდება.