VIDEO: ისტორიაში მეორედ - კვალიფიკანტი როლან გაროსის 1/2 ფინალში გავიდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიოს 114-ე ჩოგანი, მაია ხვალინსკა როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპიდან ტურნირის 1/2 ფინალურ ეტაპზე გავიდა.
1/4 ფინალურ შეხვედრაში, 24 წლის პოლონელმა მსოფლიოს 24-ე ჩოგან ანნა კალინსკაიას ორ სეტში მოუგო - 7:6; 6:3. კალინსკაიამდე კი, სინვენ ჟენი, ელიზ მერტენსი, მარია საკარი და დაიან პერი დაამარცხა.
მაია ხვალინსკა ღია ერაში (1968 წლიდან) მეორე კვალიფიკანტია, ვინც 1/2 ფინალურ ეტაპამდე მისვლა შეძლო - პირველად ეს 2020 წელს გააკეთა ნადია პოდოროსკამ, რომელიც 1/2 ფინალში მომავალ ჩემპიონ იგა შვიონტეკთან დამარცხდა.
"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ახლა რა ხდება. იგივეს ვიმეორებ, რაც წინაზეც ვთქვი, მაგრამ ნებისმიერი შემდეგი მატჩი სრული სიგიჟეა. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობ, მათ საკუთარ თავს არ ვადარებ", - თქვა მატჩის შემდეგ პოლონელმა.
ხვალინსკა 1/2 ფინალში, შესაძლოა, მსოფლიოს პირველ ჩოგან არინა საბალენკას შეხვდეს - თუკი იგი დიანა შნაიდერს დაამარცხებს.
ტურნირის მეორე ნახევარფინალური წყვილი უკვე გარკვეულია - უკრაინელი მარტა კოსტიუკი, რომელსაც მიმდინარე სეზონში თიხის საფარზე არ წაუგია, 19 წლის მირა ანდრეევას ხვდება.