ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში ითამაშებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა შესარჩევის 1/2 ფინალში - გერმანელ დიეგო დედურას (262-ე ჩოგანი) მოუგო, ხოლო ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს (65-ე ჩოგანი) აჯობა.
ნიკა, რომელიც ATP-ის ამჟამინდელ რეიტინგში 118-ე ადგილზეა, ტურნირის 1/16 ფინალურ ეტაპზე გერმანელ დანიელ ალტმაიერს დაუპირისპირდება - კარიერაში პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ.