ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ საერთაშორისო საბჭოს თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2026/27 წლების სეზონში ინგლისურ ფეხბურთში მეკარის ტრავმებთან დაკავშირებით ახალი წესი დაიტესტება.
ცვლილება მიზნად ისახავს დროის გაყვანის პრევენციას და მატჩების დინამიკის შენარჩუნებას.
ახალი წესის თანახმად, თუ თამაში მეკარის სამედიცინო დახმარების გამო შეჩერდება, მწვრთნელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოიყვანოს მოედნიდან ერთი საველე ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში დაბრუნება შეხვედრის განახლებიდან სულ მცირე ერთი წუთის შემდეგ შეეძლება.
გამონაკლისი გავრცელდება შემთხვევებზე, როდესაც მეკარე წესების დარღვევის შედეგად დაშავდება, შეჯახებისას თანაგუნდელთან ერთად საჭიროებს დახმარებას, ან აღენიშნება სისხლდენა.
აღნიშნული ცვლილება, ისევე როგორც სხვა ახალი რეგულაციები (როგორიცაა 5-წლიანი ათვლა აუტებისა და კარიდან მიწოდებებისთვის და 10-წამიანი ლიმიტი შეცვლილი ფეხბურთელისთვის მოედნის დასატოვებლად), ძალაში 1 აგვისტოდან, კარაბაოს თასის გათამაშებიდან შევა.