მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ 1/2 ფინალში ლონდონის ჩელსიმ ბრაზილიური ფლუმინენსე 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლი ლონდონელთა დებიუტანტმა, ჟოაო პედრომ გაიტანა, რომელიც გუნდს ბრაიტონიდან რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.
იხილე პედროს ორივე გოლი:
VIDEO: დებიუტიც ასეთი უნდა - ჟოაო პედროს ორი ულამაზესი გოლი ყოფილი გუნდის კარში
ამ გამარჯვებით ჩელსიმ საკლუბო მუნდიალის ფინალში შეძლო გასვლა, სადაც პსჟ-სა და რეალს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ფლუმინენსესთვის კი საკლუბო მუნდიალი დასრულებულია. ფიფას გადაწყვეტილებით, ამ ტურნირზე მე-3 ადგილისთვის მატჩი არ ჩატარდება.