ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენი რეალს დაუპირისპირდა და 4-0 გაანადგურა.
პარიზელებმა პირველივე ტაიმში 3 გოლის გატანა მოახერხეს. მე-6 წუთზე ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, მე-9 წუთზე კი უსმან დემბელემ გაზარდა სხვაობა ორამდე.
24-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.
87-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გონსალუ რამოშმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა და გატანილი გოლი დიოგუ ჟოტას მიუძღვნა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 59 წუთი გაატარა, პირველ ტაიმში ქართველს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენა.
პარი სენ-ჟერმენი საკლუბო მუნდიალის ფინალში ჩელსის დაუპირისპირდება. მატჩი 13 ივლისს გაიმართება.
VIDEO: კვარას ართმევა მბაპეს და ეფექტურად მოტყუებული გიულერი
6' რუისი 1-0
9' დემბელე 2-0
24' რუისი 3-0
87' რამოში 4-0