ლუის ენრიკეს თქმით, რეალთან (4:0) მოგების მიუხედავად, პსჟ ყურადღებას არ ადუნებს.
„როცა ასეთ დიდ გუნდებს ეთამაშები, ყოველთვის 100%-ით იხარჯები. რეალი ყოველთვის იყო და იქნება უდიდესი გუნდი. არცერთი წამით არ მოგვიდუნებია ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილობის რისკის გამო, ზოგ ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდა.
ჩემი ტელეფონი ბარსას ფანების მილოცვით გადაივსო.
პროექტის დასაწყისიდანვე ისტორიაში შესვლის სურვილი გვქონდა. ეს ყოველთვის რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ ბევრს არ გამოსდის, ჩვენ კი ერთ ნაბიჯში ვართ იმისგან, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ, რისთვისაც ვიბრძოდით. ეს ჩემთვისაც ბევრს ნიშნავს, ფანებისთვისაც და მთელი ორგანიზაციისთვის.
პსჟ-ში მუშაობა ძალიან მომწონს. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენს წინაშე ასეთი მაღალი მიზნები იდგებოდა." - აღნიშნა ენრიკემ.