თურქი ჟურნალისტის, იაღიზ საბუნჩუოღლუს ინფორმაციით, მარკო ასენსიო კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, თურქულმა კლუბმა შეთანხმებას როგორც პარი სენ-ჟერმენთან, ისე მოთამაშესთან მიაღწია.
ესპანელი უკვე მიიწვიეს სტამბოლში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კი მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და 29 წლის შემტევის ტრანსფერი მალე დაიხურება. შეგახსენებთ, რომ ფენერბაჰჩეს მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა.
ასენსიო პსჟ-ში 2023 წელს მადრიდის რეალიდან გადავიდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით ასტონ ვილაში გაატარა.