-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლოს ალკარასმა უიმბლდონის ტიტული დაიცვა.
ფინალში ესპანელმა ზედიზედ მეორედ ნოვაკ ჯოკოვიჩს 6:2 6:2 7:6 მოუგო და როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა.
ალკარასი გახდა როჯერის შემდეგ ღია ერაში მეორე ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც თავისი პირველი ოთხი გრენდ სლემის ფინალი მოიგო.
2022 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ალკარასმა კასპერ რუუდი დაამარცხა, 2023 და 2024 წლის უიმბლდონებზე ნოვაკ ჯოკოვიჩი, 2024 წლის როლან გაროსზე ლი ალექსანდრ ზვერევი.
გარდა ამისა, ალკარასი გახდა ბორის ბეკერის, ბიორნ ბორგის და მატს ვილანდერის შემდეგ ისტორიაში მე-4 ჩოგბურთელი, რომელმაც 22 წლის შესრულებამდე 4 გრენდ სლემის მოგება შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები