ლა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ პრესკონფერენცია გამართა.
ალონსოს როდრიგოს მომავალზე ჰკითხეს.
"ზაფხულში ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ მას კარგად ვუყურებ. როდრიგოს 100%-ით ვენდობი."
ესპანელმა სპეციალისტმა რეალის ახალწვეულ ფრანკო მასტანტუონოზეც გააკეთა კომენტარი.
"მასტანტუონოს საოცარი მარცხენა ფეზი აქვს. ის ძალიან კარგია და ოსასუნასთან თამაში შეუძლია.
მას აქვს ხარისხი, ენერგია, მზად არის დაცვას დაეხმაროს, აქვს კარგი მომენტუმი და არგენტინული მებრძოლი სული. ის კარგია ბოლო პასის დროს და ძალიან კარგ დონეზეა."
რეალი ლა ლიგის პირველ ტურში სანტიაგო ბერნაბეუზე ოსასუნას მიიღებს. მატჩი 19 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.