Radio Marca-ს ინფორმაციით, ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალს ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაავალა.
39 წლის ხორვატ ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა მხარეები გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდნენ და ახალი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს აზრს ელოდებოდნენ.
ესპანური პრესა იუწყება, ალონსოს აზრით, მოდრიჩის გამოცდილება და ლიდერული თვისებები ახალ სეზონში გასახდელში ძალიან დაეხმარება და შესაბამისად, ხელმძღვანელობას მისი დატოვება სთხოვა.
მოდრიჩის, რომელიც სექტემბერში 40 წლის გახდება, დიდი სურვილია რომ რეალში კიდევ ერთი სეზონი დარჩეს, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს და ამის შემდეგ კარიერაც დაასრულოს. იწერებოდა, რომ ხორვატი სანტიაგო ბერნაბეუზე დასარჩენად ხელფასის დაკლებაზეც კი თანახმაა.
როგორც იცით, ჩაბი ალონსო მადრიდის რეალს ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურის მატჩის შემდეგ ჩაიბარებს, როცა კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში დაიწყებს თავის საქმიანობას.