• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ალვარესისა და ატლეტიკოს გულშემატკივრების დაპირისპირება პიკს აღწევს
ფეხბურთიფეხბურთი

ალვარესისა და ატლეტიკოს გულშემატკივრების დაპირისპირება პიკს აღწევს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხულიან ალვარესსა და მადრიდის ატლეტიკოს გულშემატკივრებს შორის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


ვილიარეალთან მატჩი (2:2) არგენტინელი თავდამსხმელისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა, რადგან მისი მოედანზე ყოველი გამოჩენა და ბურთთან შეხება სტვენითა და აგრესიით სრულდებოდა.


ფანების რისხვა და მარტოდ დარჩენილი ალვარესი


ესპანური მედიის ცნობით, უკმაყოფილება ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე, ალვარესის სახელის გამოცხადებისას დაიწყო. 66-ე წუთზე, როცა ის მოედანზე შევიდა, აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა, ფანების ნაწილი ღიად მოითხოვდა მის გუნდიდან წასვლას, რისი მიზეზიც ფეხბურთელის ბარსელონაში გადასვლის სურვილია.


მატჩის დასრულების შემდეგ, როცა ატლეტიკოს ფეხბურთელები გულშემატკივრებთან მისასალმებლად მივიდნენ, ალვარესმა გასახდელისკენ მარტომ მიაშურა. მედიის ინფორმაციით, ეს კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც იყო, რათა სიტუაციის ესკალაცია და ფანებთან პირდაპირი კონფლიქტი თავიდან აეცილებინათ. არგენტინელის მიმართულებით ტრიბუნიდან მაისურიც კი ისროლეს.


ტრანსფერის მოლოდინში


დაძაბული სიტუაციის განმუხტვას გუნდის ლიდერი, იან ობლაკი შეეცადა. მან აღნიშნა, რომ სანამ ალვარესი გუნდშია, მოთამაშეებმა და ფანებმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია ყველა მხარისთვის მისაღები სცენარით დასრულდება.


კრიზისი კი გრძელდება.. ალვარესი ბარსელონაში ტრანსფერს ითხოვს, ატლეტიკოს ხელმძღვანელობა კი მის გაყიდვაზე ამ დრომდე უარს ამბობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, რაც არგენტინელის მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ატლეტიკო
ბარსელონა
დიეგო სიმეონე
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბარსელონა სამედიცინო დასკვნის მოლოდინში: რა სჭირს გავის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარსელონა სამედიცინო დასკვნის მოლოდინში: რა სჭირს გავის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიმ ადეიემის ისტორიული სტარტი: რისი გაკეთება შეძლო ფეხბურთელმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კარიმ ადეიემის ისტორიული სტარტი: რისი გაკეთება შეძლო ფეხბურთელმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესი არაფერ შუაშია: რაფინიას ჟესტის ნამდვილი მიზეზი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესი არაფერ შუაშია: რაფინიას ჟესტის ნამდვილი მიზეზი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკის ტაქტიკური გადაწყვეტილება: დროებითი წარმატება თუ მუდმივი გამოსავალი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკის ტაქტიკური გადაწყვეტილება: დროებითი წარმატება თუ მუდმივი გამოსავალი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

ბარსელონა სამედიცინო დასკვნის მოლოდინში: რა სჭირს გავის?

News image

1 სთ წინ

კარიმ ადეიემის ისტორიული სტარტი: რისი გაკეთება შეძლო ფეხბურთელმა

News image

1 სთ წინ

ალვარესი არაფერ შუაშია: რაფინიას ჟესტის ნამდვილი მიზეზი

News image

42 წთ წინ

ფლიკის ტაქტიკური გადაწყვეტილება: დროებითი წარმატება თუ მუდმივი გამოსავალი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება