ბარსელონამ ელჩესთან მატჩში დარტყმა მიიღო.
გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გავიმ პირველი ტაიმის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება თავად ითხოვა, რამაც გულშემატკივრებს მისი წინა მძიმე ტრავმა გაახსენა.
შეცვლა 44-ე წუთზე
ინციდენტი 44-ე წუთზე მოხდა. გავი მოედანზე ჩამოჯდა, წვივის დამცავები მოიხსნა, ხელი მარჯვენა მუხლზე დაიდო და ანიშნა, რომ თამაშის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. ჰანსი ფლიკმა ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მის ნაცვლად მოედანზე პედრი შეუშვა.
ისევ მარჯვენა მუხლი
შემაშფოთებელი სწორედ ის ფაქტია, რომ გავის ტკივილი იმავე, მარჯვენა მუხლში აწუხებდა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ნოემბერში ესპანელმა ფეხბურთელმა წინა ჯვარედინი იოგა გაიწყვიტა და მენისკი დაიზიანა, რის გამოც დიდი დრო გაუცდა.
ბარსელონაში სიტუაციას უკიდურესი სიფრთხილით ეკიდებიან. ჯერჯერობით უცნობია, საქმე გვაქვს მცირე დისკომფორტთან თუ მორიგ სერიოზულ ტრავმასთან. კლუბი ახლა სამედიცინო გამოკვლევების პასუხებს ელოდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა ვადით მოუწევს გავის მოედანს მიღმა დარჩენა.