ჯენარო გატუზომ იტალიის ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე ისაუბრა.
„როცა ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, დაუფიქრებლად დავთანხმდი არანაირ პლიუსებზე და მინუსებზე არ მიფიქრია. დავთანხმდი და არაფერს არ ვნანობ. ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ.
თავს პრივილეგირებულ ადამიანას მივიჩნევ, ძალიან იღბლიანი ვარ. მომეცა საშუალება იტალიის ნაკრები გავწვრთნა და ვფიქრობ, მილიონობით ადამიანი ისურვებდა ჩემს ადგილზე ყოფნას.
ჩემს მხრებზე უდიდესი პასუხისმგებლობა დევს, თუმცა მე ზეწოლას 12 წლიდანვე ვგრძნობდი, როცა პერუჯაში ჩამოვედი და ოთახში მარტო ყოფნისას ვფიქრობდი, რომ სახლში ვეღარასდროს დავბრუნდებოდი.
მთელი ცხოვრებაა ზეწოლის ქვეშ ვცხოვრობ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რომ ფეხბურთელებთან ერთად, იტალიას საყოველთაო სიხარული მოვუტანო." — აღნიშნა გატუზომ.
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იტალიის ნაკრებს ჯერ ჩრდილოეთ ირლანდიის დამარცხება მოუწევს, შემდეგ კი, ფინალში გასვლის შემთხვევაში, უელსისა და ბოსნია და ჰერცოგოვინას შორის გამარჯვებულის.