3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა ალეხანდრო გარნაჩოს შესახებ ისაუბრა.
"გარნაჩო ჩემთან მოვიდა. ეს სასაცილო იყო. მე მცირე გამოძიება ჩავატარე. ის გასახდელში წავიდა, რათა ტანსაცმელი გამოეცვალა, რადგან ის სველი იყო.
მან თამაშს უყურა, მაგრამ არა სკამიდან, მატჩის ბოლოს ის ჩვენთან ერთად იყო და მერე წავიდა სახლში.
ამიტომ ეს პრობლემა არაა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედის მსგავს დიდი კლუბში ყველაფერი მნიშვნელოვანია, მათ შორის რაღაცების აღქმაც. ის მთელ გუნდს სადილზე დაპატიჟებს და სულ ესაა.
გარნაჩო პატარა ბიჭია, რომელიც ისწავლის. მნიშნველოვანია, რომ შემდეგ დილას ის ჩემთან საუბრობდა.
ზირკზემ იგივე გააკეთა (შეცვლის მერე გასახდელისკენ გაეშურა), მაგრამ კონტექსტი განსხვავებული იყო. ჩვენ ამასთან გამკლავება შეგვიძლია და ამის უკან დატოვება." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
პრემიერ ლიგის გასულ ტურში იფსვიჩთან მატჩის დროს რუბენ ამორიმმა ალეხანდრო გარნაჩო შეცვალა, არგენტინელი კი პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა და სათადარიგო სკამზე არ დაჯდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები