მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმმა დასძინა, რომ მანჩესტერ იუნაიტედში უფრო მრავალმხრივი მწვრთნელი გახდა.
მანკუნიანელთა მწვრთნელს ჰკითხეს, გახდა თუ არა ის უკეთესი ოლდ ტრაფორდზე მისვლის შემდეგ.
„რთული სათქმელია, რომ უკეთესი გავხდი, იმიტომ რომ თამშებს ვერ ვიგებ, ამიტომ ვერ ვგრძნობ, რომ როგორც მწვრთნელი გავუმჯობესებულიყავი. აქ სამი თვე გავატარე, გარკვეული რაღაცები უკვე გადავიტანე. თუმცა, უფრო მრავალმხრივი მწვრთნელი გავხდი, იმიტომ რომ ზოგჯერ უნდა წააგო და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდე, რომ გაიზარდო.
ამ სამი თვის განმავლობაში მივხვდი, რომ არ მოვკვდები, თუ ზედიზედ სამ მატჩს წავაგებ. ეს არის ის, რაც აქ ვისწავლე და რასთან გამკლავებაც ახლა უკვე შემიძლია, რათა ენერგია შევინარჩუნო.
ბევრ რამეს ვიგებ საკუთარ თავზე, ჩემს ფეხბურთელებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, თამაშების მოგება მირჩევნია." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები