მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმმა როი კინს ბრუნო ფერნანდეშის კრიტიკაზე პასუხი გასცა.
მან იუნაიტედის ექს-ფეხბურთელმა პორტუგალიელი გააკრიტიკა: "ის არ არის ის კაპიტანი, რომელსაც ველოდებით. ბრუნო ნიჭიერია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება ვინმე, ვინც ფეხბურთელებს წაიყოლებს."
„გავიგე ამის შესახებ, მე სხვა მოსაზრება მაქვს. ბრუნო ჩვენთვის და კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ის რთულ პირობებშიც კი კარგად თამაშობს და სულ სურს პასუხისმგებლობის აღება.
ვიცი, რომ ზოგჯერ, როგორც კაპიტანი ის ხელებით ჟესტიკულირებს, მაგრამ ეს პირველ რიგში მას თავადაც არ მოსწონს ბოლო სეზონებში. მას გამარჯვება სურს და როცა ვერ ახერხებს, ამ ყველაფერს რთულად უმკლავდება.
ყველას თავისი აზრი აქვს. როი კინს მაღალი სტანდარტები აქვს იმ დროიდან, როცა ამ კლუბში თავად იყო და ეს ნორმალურია. მე სხვანაირი აზრი გამაჩნია და ვფიქრობ, ახლა ჩემი მოსაზრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როი კინის, რადგან მწვრთნელი მე ვარ." - აღნიშნა პორტუგალიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები