Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ რეალის შტუტგარტთან მოპოვებული გამარჯვება (3:1) შეაფასა.
„200 მატჩი ჩავატარე ჩემპიონთა ლიგაზე და მარტივი ერთიც არ მახსენდება. სეზონის დასაწყისში ყოველთვის ბრძოლა გიწევს, როცა საუკეთესო ფორმაში არ ხარ.
ბევრი მომენტი გვქონდა, რათა თამაში უფრო ადრე დაგვემთავრებინა, შემდეგ კი კვლავ მოვიძიეთ ძალა, რომ გოლი გაგვეტანა.
შეუძლებელია 90-ვე წუთის მანძილზე დომინირებდე, თანაც შტუტგარტი ბურთს ძალიან კარგად აკონტროლებს.
თავიდან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და ჩვენ გავიმარჯვეთ, ასე რომ ყველაფერი კარგად არის." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები