-
Aa
+
ფონტის ზომა
მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, რეალის ძირითადმა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
ამის გამო, კლუბმა ერთსეზონიანი იჯარით ჩელსიდან კეპა არისაბალაგა წამოიყვანა.
თავიდან, ესპანელი რეალის უპირობო ნომერი ერთი იყო, თუმცა თავისი შანსი უკრაინელ ანდრეი ლუნინს ესპანელის მიკრო-ტრავმის შემდეგ მიეცა და მან თავი იმდენად კარგად გამოიჩინა, რომ კარლო ანჩელოტის აზრიც შეაცვლევინა.
ადრე, ანჩელოტი ლუნინს კატეგორიულად არ ენდობოდა, ახლა კი, Marca-ს მთავარ რედაქტორს, ხოსე ფელიქს დიასს თუ დავუჯერებთ, მადრიდული კლუბის პირველი ნომერი სწორედ უკრაინელი გოლკიპერია.
კომენტარები