მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაჰიმ დიასმა რეალის მაისურით ატლეტიკოს კარში მე-3 ტურნირზე შეძლო გატანა.
25 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში გამარჯვება მოუტანა (2:1).
აქამდე, ბრაჰიმს ატლეტიკოსთვის ლა ლიგაში და ესპანეთის სუპერთასზე ჰქონდა გოლი გატანილი.
ის გახდა 21-ე საუკუნეში რეალის მეხუთე ფეხბურთელი, რომელმაც თანაქალაქელ ატლეტიკოს გოლი სამ სხვადასხვა ტურნირზე გაუტანა - სერხიო რამოსს (რომელსაც 4 ტურნირზე აქვს ატლეტიკოს კარი აღებული), კრიშტიანუ რონალდუს, კარიმ ბენზემას და როდრიგოს (ყველას 3).
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები