-
Aa
+
ფონტის ზომა
ბენფიკა - ბარსელონას პირველი 1/8 ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პედრი დასახელდა.
თუმცა, თავად ესპანელის აზრით, ამ ჯილდოს მასზე მეტად ვოიცეხ შესნი იმსახურებდა.
„მატჩის MVP-ს შესნის მივცემ, ამაზე გასახდელში უკვე ვილაპარაკეთ.
ის ამას ნამდვილად იმსახურებს, ყველაფერი მოიგერია რაც კი შეიძლებოდა." - აღნიშნა პედრიმ თამაშის შემდეგ.
22-ე წუთიდან 10 კაცით მოთამაშე ბარსელონამ ბენფიკას 1:0 მოუგო და 1/4 ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები