მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულთან წაგებული (0:1) მატჩი შეაჯამა.
„დღეს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. დღეს, ჩემი აზრით, ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ალბათ, ან მოგებას ვიმსახურებდით, ან ფრეს მაინც, მაგრამ ეს ფეხბურთია.
ახლა უბრალოდ მომდევნო თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ და ყველაფერი გავიღოთ.
ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ ძალიან რთული იქნება, რადგან ეს ძალიან კარგი სტადიონია საოცარი გულშემატკივრებით, თუმცა ეს ფეხბურთია და ჩვენ მხოლოდ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ, გოლები გავიტანოთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება.
ჩემი გაუქმებული გოლი? ძალიან გამიხარდა გოლის გატანა და მისი გაუქმება ძალიან მეწყინა, მაგრამ ასეთებიც ხდება, ეს ფეხბურთია. მე უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელო და ვფიქრობ, კარგი შედეგებიც მოვა როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის." - აღნიშნა კვარამ.
რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ლივერპულთან მატჩში?
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები