მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით პირველი მარცხი განიცადა.
პარიზული გუნდი მეტოქეს თამაშით აშკარად ჯობდა და უამრავი საგოლე მომენტიც ჰქონდა, თუმცა მეკარე ალისონ ბეკერმა დიდებული სეივებით არაერთხელ იხსნა მერსისაიდელთა კარი, მათ შორის ხვიჩას დარტყმების შემდეგაც.
პირველ ტაიმში ქართველმა ბრწყინვალე გოლიც გაიტანა, რომელიც, სამწუხაროდ, თამაშგარის გამო გაუქმდა.
VIDEO: წლის იმედგაცრუება! კვარას შედევრი ლივერპულის კარში მიზერული თამაშგარის გამო გაუქმდა
კვარაცხელიამ მოედანზე 78 წუთი გაატარა და გამოცემა SofaScore-სგან 7.8 შეფასება მიიღო, რაც ნუნო მენდეშის (7.9) შემდეგ, უსმან დემბელესთან ერთად პსჟ-ში საუკეთესო შეფასებაა.
კვარას 4 დრიბლინგის მცდელობიდან 2 წარმატებით გამოუვიდა, 48-დან 42 პასი ზუსტად შეასრულა (88%) და 5 დარტყმიდან 4 ზუსტად კარში წავიდა, 1 კი - დაუბლოკეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები