4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლუის ენრიკემ პსჟ-ს 1/4 ფინალში გასვლის შანსები შეაფასა.
„მეტს ვიმსახურებდით. დღევანდელი თამაში არ იყო დამოკიდებული წვრილმანებზე ან სტატისტიკურ მონაცემებზე. მეტოქეზე გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით და ლივერპული უბრალოდ არ ვათამაშეთ. პირველი ხუთი წუთი მეტოქე უკეთესი იყო, შემდეგ კი ჩვენ გადავძლიეთ.
ეჭვგარეშეა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია, მხოლოდ პირველი მატჩი დამთავრდა. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და თუ დღევანდელი თამაში გავიმეორეთ, გასვლა შეგვიძლია.
რა თქმა უნდა, იქ თამაშო რთულია, მაგრამ ჩვენ იქ წავალთ და შევეცდებით ვითამაშოთ ისე, როგორც ამ საღამოს. ასეთი ჩამორჩენა აქამდე აღმოგვიფხვრია და ამის გასაკეთებლად მივდივართ ენფილდზეც. შევეცდებით, ჩავიდეთ იქ და თავი წარმოვაჩინოთ როგორც გუნდი, რომელსაც თამაში კარგად შეუძლია და შემდეგ ეტაპზე გასვლასაც იმსახურებს." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები