ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ანჩელოტისა და ვინის კომენტარი მაროკოსთან თამაშზე
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ანჩელოტისა და ვინის კომენტარი მაროკოსთან თამაშზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მაროკოსთან ფრედ (1:1) დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ნერვიულობის გამო ვერ აჩვენა სასურველი თამაში.


შეხვედრა ნიუ-ჯერსიში, მეტლაიფ სტედიუმზე გაიმართა, სადაც ბრაზილიელებს მატჩის დიდი ნაწილი უჭირდათ და ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ ვინისიუს ჟუნიორის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლეს.

მაროკოს ნაკრები შეხვედრის დასაწყისიდანვე დომინირებდა და ისმაელ საიბარის გოლით დაწინაურდა კიდეც, რასაც წინ ბრაჰიმ დიასის ბრწყინვალე პასი უძღოდა. ანჩელოტის თქმით, პირველ ტაიმში გუნდს აკლდა ბალანსი და სიმშვიდე, რაც დიდი წნეხითა და მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის დამახასიათებელი შფოთვით იყო გამოწვეული:


ეს იყო რთული მატჩი, განსაკუთრებით პირველ ნახევარში. გუნდი გარკვეულწილად შეშფოთებული იყო და ნერვიულობა ყველგან იგრძნობოდა. მეორე ტაიმი უკეთესი იყო, მაგრამ მაინც რთული გამოდგა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ.


ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თავისი მე-50 მატჩი ჩაატარა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა, მწვრთნელის მოსაზრება გაიზიარა და აღიარა, რომ გუნდმა მატჩი ცუდად დაიწყო. მისი თქმით, გუნდს ბურთის უფრო მეტად კონტროლი და უკეთესი გადაადგილება მართებს.


ანჩელოტი სიმშვიდეს ინარჩუნებს და პანიკის საფუძველს ვერ ხედავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი პირველი მატჩით არ იგება და გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა და ტურნირის მსვლელობისას გაძლიერებაა.


ბრაზილიის ნაკრები კვლავ ნეიმარის გარეშე ასპარეზობს, რომელიც კოჭის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის. ახლა მთელი ყურადღება ფილადელფიაში გასამართ მატჩზეა გადატანილი ჰაიტის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ბრაზილიელებს იმედი აქვთ, რომ უფრო დამაჯერებელ თამაშს აჩვენებენ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

brazil
ბრაზილია
კარლო ანჩელოტი
მაროკო
morocco
მსოფლიო ჩემპიონატი
ვინისიუსი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ავსტრალიური სასწაული - მეკარის ისტორიული დებიუტი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ავსტრალიური სასწაული - მეკარის ისტორიული დებიუტი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

3 სთ წინ

ავსტრალიური სასწაული - მეკარის ისტორიული დებიუტი

News image

2 სთ წინ

ირანის ნაკრების ბაზის სიახლოვეს გვამი აღმოაჩინეს

News image

2 სთ წინ

კლოპი მუნდიალის ორგანიზატორებს აკრიტიკებს: „ეს სარეკლამო შოუა და არა ფეხბურთი“

News image

1 სთ წინ

პირველი განადგურება მუნდიალზე - გერმანიამ კიურასაო არ დაინდო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება