გერმანიამ კიურასაოსთან გაისეირნა.
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში გერანიამ დებიუტანტი კიურასაო 7:1 გაანადგურა.
თავის გამოჩენა ნმეჩამ, შლოტერბეკმა, კაი ჰავერცმა, მუსიალამ, ბრაუნმა, უნდავმა და ისევ კავერცმა მოახერხეს.
ბრძოლის მაგვარი პირველი ნახევარი საათი ვიხილეთ, როცა 21-ე წუთზე კიურასაომ ნოიერის კარი აიღო და ისტორიაში პირველი გოლის გატანა შეძლო ასეთი დონის ტურნირზე. თუმცა, ტაიმის ბოლომდე გერმანიამ კიდევ ორი, მეორე ნახევარში კი 4 უპასუხო გოლი შეაგდო და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.
შემდეგ ტურში გერმანიის ნაკრები კოტ'დიუვარს 20 ივნისს დაუპირისპირდება, კიურასაო კი ეკვადორს 21 ივნისს შეხვდება.