-
Aa
+
ფონტის ზომა
უკრაინელმა გოლკიპერმა ანდრეი ლუნინმა რეალთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ინფორმაციას მადრიდის რეალის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ლუნინის კონტრაქტი რეალთან 2025 წლის ზაფხულს იწურებოდა და კლუბმა მისი უფასოდ დაკარგვა ახალი კონტრაქტის გაფორმებით გამორიცხა.
უკრაინელი რეალის საკუთრება 2018 წელს გახდა, როცა სამეფო კლუბმა ის უკრაინული ზარიადან დაიმატა. საუკეთესო პერიოდში მას გასულ სეზონში ჰქონდა, როცა ტიბო კურტუას ტრავმის გამო ის რეალის ძირითადი გოლკიპერი გახდა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მისვლაში დაეხმარა, სადაც კარი უკვე ტიბო კურტუამ დაიცვა და მადრიდელებმა მე-15 თასი აღმართეს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები