ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, მილანის ინტერთან მატჩის წინ ფლუმინენსეს კაპიტანმა, ტიაგო სილვამ თანაგუნდელებს ემოციურად მიმართა.
"არ დაელოდოთ მატჩის დამთავრებას იმის სათქმელად, თუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა სხვანაირად. არა! ემოციური ვარ, მიხვდებით რატომ.
2014 წელს, ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობდი. ერთ-ერთ თავისუფალ დღეს სახლში წავედი. ჩემი მამინაცვალი მოვიდა - ადამიანი, რომელმაც გამხადა ისეთი, როგორიც ვარ. ის ავად იყო. არ ვიცოდი, როგორი სერიოზული იყო ეს.
ეროვნულ გუნდში დავბრუნდი. ყველაფერი დასრულდა ისე როგორც დასრულდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პარიზში უნდა დავბრუნებულიყავი პრესეზონზე... ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ, ჩემმა მეუღლემ დამირეკა: "შენი მამინაცვალი გარდაიცვალა."
იცით, რას ვგულისხმობ ამით? არ წავსულვარ საავადმყოფოში მის სანახავად, რადგან მეგონა, კარგად გახდებოდა და ამიტომ პარიზში დავბრუნდი...
რისი თქმა მინდა: არ გადადოთ მომავლისთვის რამე თუ ამის გაკეთება ახლა შეგიძლიათ. არ დაიცადოთ - შეიძლება ამის დრო აღარ მოვიდეს.
ისიამოვნეთ მომენტით, თუმცა პასუხისმგებლობით. საჭიროა, რომ მატჩი 11 მოთამაშით დავამთავროთ. არ მოიქცეთ უსამართლოდ, იყავით გუნდის ერთგული და იბრძოლეთ. ღმერთმა დაგვლოცოს. წავედით!" - უთხრა 40 წლის ბრაზილიელმა თანაგუნდელებს.
ფლუმინენსემ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ პლეიოფში ინტერი და ალ ჰილალი დაამარცხა. ბრაზილიური გუნდი ნახევარფინალში ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება.