• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
არანაირი შესვენება: დღეს მუნდიალის 1/8 ფინალები იწყება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

არანაირი შესვენება: დღეს მუნდიალის 1/8 ფინალები იწყება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არანაირი პაუზა, მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ 1/8 ფინალური ეტაპი იწყება.


დღევანდელ სათამაშო დღეს ორ თამაშს ვიხილავთ - თანამასპინძელი კანადა მაროკოს დაუპირისპირდება (თუმცა აშშ-ში), საფრანგეთი კი გერმანიის გამომგდებ პარაგვაის შეხვდება.


კანადა - მაროკო [21:00]



დღის და ზოგადად ტურნირის პირველ მერვედფინალში თანამასპინძელი კანადა მაროკოს დაუპირისპირდება, თუმცა კალენდრის მიხედვით, მატჩი აშშ-ში გაიმართება და ამიტომ, საკუთარი კედლების უპირატესობა კანადელებს ნაკლებად ექნებათ.


ჯგუფში კანადამ კატართან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან და შვეიცარიასთან ერთად მე-2 ადგილი დაიკავა, 1/16 ფინალურ ეტაპზე კი სამხრეთ აფრიკის ბარიერი გადალახა, როცა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთბზე შეაგდო.


მაროკოს რაც შეეხება, გუნდმა ჯერ ბრაზილიასთან, ჰაიტისთან და შოტლანდიასთან ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, როცა მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩა ლიდერ ბრაზილიას, შემდეგ კი 1/16 ფინალში ნიდერლანდები გამოთიშა ასპარეზობას. ფრედ 1:1 დასრულებული მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც გამარჯვებული აფრიკული ნაკრები გამოვიდა.



კანადისა და მაროკოს გზები ორჯერ გადაკვეთილა - 2016 წელს აფრიკელებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს 4:0, წინა მუნდიალზე კი ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ და მაროკოელებმა 2:1 იმარჯვეს.


კანადა: კრეპო, ჯონსტონი, ბომბიტო, კორნელიუსი, ლარია, ბიუქენანი, სალიბა, ეუსტაკიო, დეივისი, დევიდი, ოლუვასეი


მაროკო: ბონო, მაზრაუი, რიადი, დიოპი, ჰაკიმი, ელ აინაუი, ბუადი, ელ ხანუსი, უნაჰი, დიასი, საიბარი.


პარაგვაი - საფრანგეთი [01:00]



ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი თავის 1/8 ფინალურ მატჩს პირველივე სათამაშო დღეს, ერთ-ერთი მთავარი სენსაციის წინააღმდეგ გამართავს.


პარაგვაი ჯგუფში აშშ-სთან, ავსტრალიასთან და თურქეთთან მე-3 ადგილი დაიკავა და ერთადერთი გამარჯვება მხოლოდ თურქეთთან მოიპოვა, მასპინძელ აშშ-სთან კი სულაც განადგურდა, ამიტომ მათგან გერმანიის გამოგდებას დიდად არავინ ელოდა. თუმცა, სამხრეთამერიკელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და საქმე პენალტებამდე მიიყვანეს, სადაც გერმანია ისტორიაში პირველად დამარცხდა პენალტების სერიაში მსოფლიო ჩემპიონატზე.


საფრანგეთის ნაკრებზე მხოლოდ ზარმაცი არ ლაპარაკობს აღტაცებით - მაიკლ ოლისემ, კილიან მბაპემ და უსმან დემბელემ ბრწყინვალე შემტევი ტრიო ჩამოაყალიბეს და ქვას-ქვაზე არ ტოვებენ. ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემდეგ, 1/16 ფინალში დიდიე დეშამის გუნდმა შვედეთი გაანადგურა უშანსოდ (3:0) და ამ წამს ტურნირის მთავარ ფავორიტადაც სწორედ მამლებს მიიჩნევენ. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატმა სენსაციებს მიგვაჩვია და არგენტინა - კაბო ვერდეს გუშინდელმა მატჩმაც დაგვანახა, რომ არავის ჩამოწერა არ შეიძლება.



პარაგვაისა და საფრანგეთის გზები ისტორიაში ხუთჯერ გადაკვეთილა - 1958 და 1998 წლების მუნდიალბეზე, სამი შეხვედრა კი ამხანაგური იყო. აქამდე, სამხრეთამერიკელებს ფრანგები არასდროს დაუმარცხებიათ (3 მარცხი, 2 ფრე).


სავარაუდო შემადგენლობები:


პარაგვაი: ხილი, კასერესი, გუსტავო გომესი, კანალე, ალონსო, ალმირონი, დიეგო გომესი, კუბასი, გალარზა, ავალოსი, ენსისო


საფრანგეთი: მენიო, დინი, სალიბა, უპამეკანო, კუნდე, რაბიო, ჩუამენი, ბარკოლა, ოლისე, დემბელე, მბაპე.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ეგვიპტე პლეი-ოფში გავიდა - ავსტრალია დამარცხებულია

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ეგვიპტე პლეი-ოფში გავიდა - ავსტრალია დამარცხებულია
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რაშფორდი თამაშის დროის შეცვლაზე: "მნიშვნელობა არ აქვს"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რაშფორდი თამაშის დროის შეცვლაზე: "მნიშვნელობა არ აქვს"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველა 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის ყველა 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის 1/16 ფინალები დასრულდა: ყველა შედეგი

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის 1/16 ფინალები დასრულდა: ყველა შედეგი
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

10 სთ წინ

ეგვიპტე პლეი-ოფში გავიდა - ავსტრალია დამარცხებულია

News image

10 სთ წინ

რაშფორდი თამაშის დროის შეცვლაზე: "მნიშვნელობა არ აქვს"

News image

2 სთ წინ

მუნდიალის ყველა 1/8 ფინალური წყვილი გაირკვა

News image

2 სთ წინ

მუნდიალის 1/16 ფინალები დასრულდა: ყველა შედეგი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება