ლონდონის არსენალი პრემიერ ლიგის ცხრილს სათავეში უდგას, თუმცა მიკელ არტეტას გუნდს ბოლო ათწლეულის ლიდერებთან შედარებით ქულების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ამ მომენტისთვის „მეთოფეები“ 58 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. მეორე პოზიციას მანჩესტერ სიტი იკავებს, რომელსაც 53 ქულა და მარაგში ერთი გამოტოვებული მატჩი აქვს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, პრემიერ ლიგის არცერთ ლიდერს 27 ტურის შემდეგ ასე ცოტა ქულა არ ჰქონია.
ბოლო გუნდი, რომელმაც უფრო დაბალი მაჩვენებლით შეძლო ლიდერობა, კლაუდიო რანიერის ლესტერი იყო — ჩემპიონობის მომტან სეზონში „მელიებს“ 27 მატჩის შემდეგ 56 ქულა ჰქონდათ.
ბოლო 15 შესაძლოდან არსენალმა მხოლოდ 8 ქულის აღება შეძლო (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).