სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რუბენ ამორიმის გარეშე დარჩენილმა სპორტინგმა სეზონის პირველი მარცხი არსენალის წინააღმდეგ იგემა.
შეხვედრა სტადიონ ჟოზე ალვალადეზე გაიმართა და არსენალის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
გოლები გაბრიელ მარტინელიმ, კაი ჰავერცმა, გაბრიელმა, საკამ (პენალტი) და ლეანდრო ტროსარმა გაიტანეს, სპორტინგის რიგებში კი 0:3-ზე თავი გონსალუ ინასიუმ გამოიჩინა.
როგორც გითხარით, სპორტინგისთვის ეს სეზონის პირველი მარცხია და გუნდი 10 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, არსენალმა ამ გამარჯვებით იგივე 10 ქულა დააგროვა და ლისაბონელებზე ერთი პოზიციით მაღლაა გამწესებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები