მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიკელ არტეტამ მანჩესტერტან ფრედ დასრულებული (1:1) თამაში შეაფასა.
„პირველ ტაიმში დიდებულად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეტოქის მეკარე ბევრი საქმით ვერ დავტვირთეთ. კარგი შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო პასი ან დარტყმა გვაკლდებოდა. ვერ გამოვიყენეთ ჩვენი მომენტები, ვჩქარობდით, ორთაბრძოლებს ვაგებდით და საბოლოოდ, წაგებაც შეგვეძლო.
ზოგჯერ საგოლე მომენტის გამოყენება გვაკლდება. საჭიროა, რომ ბურთი შესაბამის ფეხბურთელს ჩაუვარდეს და იმან დაარტყას.
დაუშვებელია მეტოქისთვის ისეთი შანსების მიცემა, როგორიც ჩვენ მივეცით. როგორც წესი, გამოცდილი ფეხბურთელები ასეთ მომენტებს გოლად აქცევენ.
მეტოქეს მატჩის მოგების შანსი თავად მივეცით. არ ჰქონდა და ჩვენით გავუჩინეთ ეს შანსი. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის დავიცავ, მაგრამ ასეთ მომენტებში უკეთესად უნდა ითამაშო." - აღნიშნა არტეტამ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები