აშშ-ის მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნია და ჰერცეგოვინის დამარცხებით რეკორდული სატელევიზიო აუდიტორია მიიზიდა.
Nielsen-ის პირველადი მონაცემებით, Fox-ის არხზე მატჩს 24.43 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს, რაც აშშ-ის ისტორიაში ინგლისურენოვან სატელევიზიო ტრანსლაციებს შორის საუკეთესო შედეგია.
წარმატებული იყო ესპანურენოვანი მაუწყებლობაც - Telemundo-მ 9.1 მილიონი მაყურებელი დააფიქსირა, რაც ამ არხის ისტორიაშიც რეკორდული მაჩვენებელია. ჯამში, აშშ-ის მასშტაბით მატჩს 30 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა, რითაც ის წლის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სატელევიზიო მოვლენა გახდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა. აშშ მალიქ ტილმანის გოლმა დააწინაურა, თუმცა წითელი ბარათის გამო გუნდმა საუკეთესო ბომბარდირი ფოლარინ ბალოგუნი დაკარგა და დარჩენილი დრო 10 კაცით, დაძაბულ ბრძოლაში გაატარა.
1/8-ფინალში აშშ-ის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება.