მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ატლეტიკო მადრიდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო.
დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩში ხეტაფესთან (1:2) დამარცხდა, ანალოგიური ანგარიშით წააგო ატლეტიკომ შუა კვირაში რეალთან პირველი 1/8 ფინალური თამაშიც.
ბოლო შვიდ მატჩში როხიბლანკოს მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს - ვალენსიასთან (3:0) და ბილბაოსთან (1:0).
ასევე, გუნდმა ფრე ითამაშა სელტასთან (1:1) და რეალთან (1:1) ლა ლიგაში და ბარსელონასთან (4:4) ესპანეთის თასზე.
შემდეგი ორი თამაში ატლეტიკოს რეალთან (12 მარტს) და ბარსელონასთან (16 მარტს) აქვს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები