ესპანეთის ლა ლიგის პირველი ტურის მატჩის წინ ბარსელონამ ჟოან გარსიასა და მარკუს რაშფორდის დარეგისტრირება მოახერხა.
შესაბამისად ბლაუგრანას ახალწვეული მეკარე და შემტევი მალიორკასთან თამაშს შეძლებენ.
ჰანსი ფლიკის განაცხადი ლა ლიგის პირველი მატჩისთვის ასეთია.
მეკარეები - ინიაკი პენია, ჟოან გარსია, კოჩენი
მცველები - ბალდე, არაუხო, კუბარსი, კრისტენსენი, კუნდე, ერიკ გარსია, ჟოფრე
ნახევარმცველები - გავი, პედრი, ფერმინი, კასადო, ოლმო, დე იონგი, დრო, გილერმო, ფერნანდესი
თავდამსხმელები - ფერანი, ლამინ იამალი, რაფინია, რაშფორდი
მალიორკასა და ბარსელონას შეხვედრა 21:30 საათზე დაიწყება.