ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე უმაღლეს დივიზიონში ახლად ამოსული ოვიედო მიიღო და 2-0 დაამარცხა.
მატჩის დაწყების წინ ესტადიო დე ლა სერამიკაზე თბილი დახვედრა მოუწყვეს სანტი კასორლას, რომელიც ლა ლიგას ოვიედოსთან ერთად დაუბრუნდა.
ესპანელი ნახევარმცველი ვილიარეალში 2003-06, 2007-11 და 2018-20 წლებში თამაშობდა, ჯამში კი ყვითელ წყალქვეშა ნავში 334 მატჩი ჩაატარა.
40 წლის მოთამაშეს სპეციალური საჩუქარი ვილიარეალის წარმომადგენელმა და ასევე ყოფილმა ნახევარმცველმა, მარკოს სენამ გადასცა.
კასორლას რამდენიმე წუთი სათამაშოდაც მიეცა, ის მოედანზე 85-ე წუთზე შემოვიდა.