მადრიდის რეალმა ფრანკო მასტანტუონო წარადგინა.
ახალგაზრდა არგენტინელმა პირველი პრესკონფერენციაც გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
ერთ-ერთი კითხვა ფრანკოს მისთვის საუკეთესო მოთამაშეზე დაუსვეს.
"მე არგენტინელი ვარ და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ლიონელ მესია, ამაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი." - უპასუხა მასტანტუონომ.
18 წლის არგენტინელი მადრიდის რეალს რივერ პლეიტიდან შეუერთდა. ის სამეფო კლუბში 30-ნომრიან მაისურს მოირგებს.
