ბარსელონას გოლკიპერი ინაკი პენია კარიერას ელჩეში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებმა 1-წლიან იჯარაზე მოილაპარაკეს.
პენია ბარსელონასთან ახალ, 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც ელჩეს შეუერთდება.
ჟოან გარსიას შეძენისა და ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ბარსელონაში პენიას ადგილი აღარ დარჩა, მითუმეტეს გუნდში მარკ ანდრე ტერ შტეგენის ყოფნის გათვალისწინებით.