მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას ექს-ნახევარმცველმა, არტურ მელომ, რომელიც ამჟამად ჟირონაში ასპარეზობს, მადრიდის რეალს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი უწოდა.
23 თებერვალს სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ შეხვედრაში რეალმა ჟირონას 2:0 ლუკა მოდრიჩის და ვინისიუსის გოლებით მოუგო.
„ჩემი პირადი აზრით, რეალი დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.
მოდრიჩის გოლი? ფანტასტიკა, უმაღლესი კლასი. ასეთ გოლს ვერაფერს დაუპირისპირებ, არ არსებობს ტაქტიკა, რომლითაც მისგან დაიცავ თავს.
ლუკას ასეთი დიდებული გოლის გატანა მივულოცე." - აღნიშნა ბრაზილიელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები