მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მონპელიეს 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლევს დაუპირისპირდება, რომელთან თამაშიც მისთვის კარგად არის ნაცნობი.
მთლიანობაში ბასილას და რუბლევის გზები საჩოგბურთო კორტებზე ექვსჯერ გადაიკვეთა და ამ დრომდე მათ შორის ფრე, 3:3 ფიქსირდება.
პირველი დაპირისპირება 2019 წელს, დოჰას ტურნირის (ჰარდი) 1/8 ფინალში გაიმართა, სადაც ბასილაშვილმა ორ სეტში, 6:3 6:4 იმარჯვა.
იმავე წელს, ჩოგბურთელები ჰამბურგის (თიხა) ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და გამარჯვება კვლავ ბასილაშვილს დარჩა, ამჯერად სამ სეტში - 5:7 6:4 6:3.
2019 წელი მათ შორის ძალიან დატვირთული გამოდგა - რუბლევის და ბასილაშვილის გზები გადაიკვეთა ცინცინატის მასტერსზეც (ჰარდი), სადაც რუსი კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, ბასილა კი 15 ნომრად იყო განთესილი. მიუხედავად აუთსაიდერის სტატუსისა, გამარჯვება, კარიერაში პირველად, რუბლევმა მოიპოვა - 6:7 6:4 6:2.
შემდეგი შეხვედრა 2020 წლის როტერდამის (ჰარდი) 1/16 ფინალში გაიმართა და აქ უკვე ნაკლები ბრძოლით შეძლო რუბლევმა მატჩის მოგება - 6:2, 6:3 და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა.
წინ გასვლა რუსმა 2021 წელს, ჰალეს ტურნირის (ბალახი) ნახევარფინალში შეძლო, სადაც 6:1 3:6 6:3 იმარჯვა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2022 წელს, იმავე ჰალეს ტურნირზე ბასილაშვილმა მეტოქეზე შარშანდელი მარცხისთვის რევანში აიღო და ორ სეტში, 7:6 (1) 6:4 მოიგო.
შესაბამისად, ბასილაშვილმა ამ მეტოქეობაში პირველი ორი და ბოლო მატჩის მოგება შეძლო.
უკვე დღეს, თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად, მათი გზები საჩოგბურთო კორტზე კვლავ გადაიკვეთება. თუ ცინცინატის მასტერსზე 2019-ში რუბლევი იყო კვალიფაერი, ბასილაშვილი კი განთესილი, ახლა სიტუაცია შეტრიალდა - რუსი ჩოგბურთელი ამ ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი, ბასილაშვილს კი მასზე მოსახვედრად კვალიფიკაციის გავლა დასჭირდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები