ბოლო ადგილი ჯგუფში - 19-წლამდელები ისევ B ლიგაში ითამაშებენ
10 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გამოსვლა დაასრულა.
მე-2 ტურის შეხვედრაში, ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა ისლანდიელ თანატოლებთან 2:3 წააგო, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მეორე რაუნდში კვლავ B ლიგაში ითამაშებს, რაც ნიშნავს, რომ, მესამე ეტაპზე გადასასვლელად, ჯგუფის მოგება დასჭირდება.
უმცროსმა ჯვაროსნებმა კუნძულელებს ანგარიში ორჯერ გაუთანაბრეს, თუმცა მესამედ ამის გაკეთება ვეღარ შეძლეს - ანდრია ბართიშვილმა (85-ე წუთზე) და საბა ხარებაშვილმა (96-ე წუთზე) შეაგდეს.