სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი ქალაქ გენუაში გამართა, სადაც მეტოქე იტალია იყო.
ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და 6-17 მოიგეს, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლება სცენარის მოტრიალება შეძლეს და საბოლოოდ 20-17 გაიმარჯვეს კიდეც.
საქართველოს ნაკრებიდან ლელოებით თავი აკაკი ტაბუცაძემ და ვასილ ლობჟანიძემ გამოიჩინეს, ორივე გარდასახვა წარმატებით ლუკა მატკავამ შეასრულა და ამას ზუსტად დარტყმული ჯარიმაც დაამატა.
ვიდეო: ნინიაშვილის საოცარი რეიდი და ლობჟანიძის ლელო
იტალიელთა მხრიდან კი ლელო ფუსკომ დადო, ერთ მომენტში კი მეტოქემ საჯარიმო ლელო დაგვიდო. 2 ჯარიმა და 1 გარდასახვა ზუსტად გარბისიმ შეასრულა.
საქართველოს ნაკრებმა კი ნოემბრის ტესტების საწყისი ორივე მატჩი წააგო, ჯერ ოლ ბლექს XV-თან, ახლა კი იტალიასთან. მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები 24 ნოემბერს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ტონგას წინააღმდეგ გამართავენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები