ბრაიტონმა იანკუბა მინტეჰის ტრანსფერზე ლივერპულის მიერ გაკეთებული მეორე შეთავაზებაც უარყო.
The Athletic-მა ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაიტონმა მერსისაიდული კლუბის მიერ 22 წლის ფეხბურთელში შეთავაზებული 50 მილიონი ფუნტი უარყო. ამჯერად კი კლუბმა 60 მილიონი ფუნტის ღირებულების წინადადებაც არ მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა ანდონი ირაოლას გუნდი გაუმჯობესებული შეთავაზებით. ბრაიტონის პოზიციასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, კლუბს მინტეჰის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ფუნტის მიღება სურს.
მოჰამედ სალაჰის ზაფხულში წასვლის შემდეგ ლივერპულს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს. კლუბმა უკვე დაიმატა ოსასუნას 23 წლის შემტევი ვიქტორ მუნიოსი.
სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ლივერპულს აქტიურად უკავშირებდნენ პარი სენ-ჟერმენის შემტევს, ბრედლი ბარკოლას, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეფასებასთან დაკავშირებით ორ კლუბს შორის კვლავ მნიშვნელოვანი სხვაობაა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლივერპულსა და იანკუბა მინტეჰს კონტრაქტის პირობებზე ზოგადი სიტყვიერი შეთანხმება უკვე აქვთ. ფეხბურთელმა ლივერპულის პროექტს თანხმობა განუცხადა და ენფილდზე გადასვლა სურს.